ტრენინგი თემაზე: „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში და მისი სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით“
21 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის გაიმართება ტრენინგი. […]