ილიაუნის ბიზნესის სკოლა – სამედიცინო კომპანია ”ევექსის“ დასაქმების ფორუმი
20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი. სამედიცინო კომპანია ”ევექსი“ სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს/სტაჟირებას შემდეგი მიმართულებებით: ადამიანური რესურსების მართვა HR ანალიტიკა პერსონალის ადმინისტრირება პერსონალის შერჩევა სამუშაოს ანალიზი და შეფასება ტრენინგები საოპერაციო შესყიდვები და ლოჯისტიკა საწყობი და ინვენტარიზაცია არქივი მარკეტინგი ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა ინფორმაციული ტექნოლოგიები დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტები ადგილზე შეავსებენ აპლიკაციებს. დრო: 20 ნოემბერი, 14:00 საათი