სტუდენტური დასაქმება – კომპანია ”კოპენბური” 100 ვაკანსიით ილიაუნიში
20 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, კომპანია ”კოპენბურის” წარმომადგენლობა ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და გააცნობს პროექტს სახელწოდებით - ”სტუდენტური დასაქმება: კომპანია ”კოპენბური” 100 ვაკანსიით ილიაუნიში''. დრო: 20 მაისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)