პროფესორ თეო კობუშის საჯარო ლექციები

11, 12 და 14 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, პროფ. დრ. თეო კობუში ჩაატარებს 3 საჯარო ლექციას.  თემატიკა: 11 მაისი: „შესაქმე არარასგან“ 12 მაისი: „დეკარტის მედიტაციები: პრაქტიკული მეტაფიზიკა“ 14 მაისი: „ადამიანის ღირსების შესახებ“  განრიგი: […]

გერმანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის, ოლივერ ვიეკის, საჯარო ლექცია

11 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან, ბატონ ოლივერ ვიეკთან. განსახილველი თემა: უკრაინის კრიზისი და მისი გავლენა ევროპის ეკონომიკაზე შეხვედრისა და მომხსენებლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.  დრო: 11 მაისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) დასწრება თავისუფალია.

ილიაუნის ბიზნესის სკოლის ბიზნესის გეგმის პრეზენტაცია

11 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლა, კონკურსის - „საუკეთესო ბიზნესის გეგმა რეგიონალური ქალთა ბიზნესის განვითარებისთვის“ - ფარგლებში, ჩაატარებს ბიზნესის გეგმის პრეზენტაციასა და დაჯილდოებას. […]

შეხვედრა პოეტ დათო ყანჩაშვილთან

11 მაისს, ორშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" შედგება შეხვედრა პოეტ დათო ყანჩაშვილთან (იორიკი). სემიოტიკის კვლევითი ცენტრის პროექტის - "მწერლის ერთი მეტაფორა" - ფარგლებში, დათო ყანჩაშვილი ისაუბრებს […]

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი

11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდება […]