
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზურა ჯიშკარიანის „აიას“ პრეზენტაცია. გზამკვლევი კოლხეთის წარსულს, აწმყოსა და წარმოსახვით მომავალს ეხება.
ავტორს წიგნზე მუშაობისას კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური ჯგუფი. გზამკვლევში ინტეგრირებულია „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკული ნიმუშები.
„აია“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით.
გზამკვლევის „აია“ შესახებ
გზამკვლევში შესულია კოლხეთის ისტორია, მითები და ღვთაებები, უახლოესი წარსული, ფლორა-ფაუნის აღწერა და მომავლის ფაზისის აკადემია, სადაც ქართული წარმოების ანდროიდები საუბრობენ უძველეს კოლხურ საგაზე.
წიგნზე მწერლის გარდა მუშაობდა მეცნიერთა, 3დ დიზაინერთა და პროგრამისტთა ჯგუფი.
გზამკვლევი შეიცავს „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკულ ნიმუშებს, რომელთა დათვალიერება გამოცემისთვის შექმნილი მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. აპლიკაციის დასაყენებლად მკითხველს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი, შემდეგ კი დაათვალიეროს გრაფიკული ნიმუშები და მიჰყვეს ინსტრუქციებს. წიგნში გამოყენებული ტექნოლოგია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისა და ტურისტებისთვის.
პროექტზე მუშაობისას ავტორს კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ჯგუფი:
დრო: 20 დეკემბერი, 17:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის გამოყენებით
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DXERgM
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]