
”Venture Elevator” – პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება
სპონსორები/პარტნიორები:
რა არის ეს?
Venture Elevator არის პროგრამა, რომელიც ეხმარება სტარტაპს ისწავლოს, განავითაროს საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენოს სტარტაპებისთვის არსებული გლობალური შესაძლებლობები. პროგრამა შედგება 8-კვირიანი სატრენინგო ციკლისგან და მოიცავს მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (pitching) წვრთნებს.
ვინ აკეთებს პროგრამას?
პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროექტს ახორციელებს მენტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების გუნდი:
გვეყოლება 6 მოწვეული უცხოელი სტუმარი, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ქართველ სტარტაპდამფუძნებლებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად.
რით განსხვავდება სხვა პროგრამებისგან?
ამჟამად საქართველოში სტარტაპებისთვის ბევრი პროგრამა მიმდინარეობს. ეს პროგრამა იმით განსხვავდება, რომ აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ძლიერ გუნდს. ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ქართულ სტარტაპებს დააჩქარონ ზრდა, გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში.
სად გავიგო მეტი ინფორმაცია და როგორ მოვხვდე პროგრამაში?
ჩატარდება 2 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებზეც ორგანიზატორები უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. ეს იქნება შესაძლებლობა, გაიცნოთ მენტორები და პროექტის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება 2019 წლის 21 აპრილს, 19-21 საათზე, ტერმინალში (თბილისი, ი. აბაშიძის ქ. N34).
15 აპრილიდან: ონლაინრეგისტრაცია საიტზე https://ventureelevator.ge
30 აპრილი: აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა
17 მაისი: პროგრამის დაწყება
ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა?
თუ ხართ სტარტაპგუნდი, მზად ხართ, ისწავლოთ და გაიზარდოთ, ასევე იყოთ მოტივირებული სტარტაპსაზოგადოების ღირსეული ნაწილი, ეს პროგრამა თქვენთვისაა. თქვენ მზად უნდა იყოთ კრიტიკის მოსმენისთვის, ბევრი შრომისა და საკუთარ იდეაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისთვის, თუ საქმის განსხვავებულად გაკეთების საჭიროებას ვალიდური მონაცემები გამოავლენს.
პროგრამა Venture Elevator-ის სამუშაო პროცესი
შეხვედრები, ტრენინგები და მენტორინგი გაიმართება შაბათ-კვირას.
პროგრამა ორეტაპიანია. მეორე ეტაპზე გადასასვლელად მოეწყობა დემო დღე. ვინაიდან, მეორე ეტაპი მოიცავს მენტორებთან შეხვედრებს, ის ხელმისაწვდომი გახდება იმ გუნდებისთვის, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას წარმოაჩენენ პროგრესს.
ჯამში პროგრამა მოიცავს უცხოელ სტუმრებსა და მენტორებთან ურთიერთობის 60 საკონტაქტო საათს, რაც ერთ მონაწილეზე 4,500 აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს. პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებას მიიღებენ ის ქართველი სტარტაპები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს.
წარმატებული გუნდებისთვის, რაც Pitching შეჯიბრებების საფუძველზე გამოვლინდება, იქნება სპეციალური პრიზები. საუკეთესო გუნდი კი მიიღებს საგზურს ვებსამიტში მონაწილეობის მისაღებად.
30 აპრილს სავალუტო ლიფტების პროგრამისთვის, აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული 60-იანი წლების მენტორისა და მწვრთნელის, ასევე პიჩინგის შესაძლებლობების, საერთაშორისო კონტაქტებისა და 4500 დოლარზე მეტი ღირებულების უფასო პროგრამა, რომელიც სრულად დაფინასებულია ამერიკის საელჩოს მიერ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შესაძლოა სტარტაპმა დააგროვოს, ეს ახალი ცოდნა და გამოცდილებებია. მხოლოდ მცდელობებით, ექსპერიმენტებითა და სწავლებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი წარმატებული კომპანია.
არ გაუშვა შესაძლებლობა, გაიგო რაიმე ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორებისგან, რაც შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება!
დაესწარი საინფორმაციო შეხვედრებს 21 აპრილს, 19-21 საათზე, ტერმინალში (ი. აბაშიძის ქ. N34).
გამოგზავნე ონლაინგანაცხადი 30 აპრილამდე და გამოიყენე შესაძლებლობა შენი სტარტაპის გაზრდისთვის!
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე https://ventureelevator.ge & იმოქმედე!
[wpai_display_imported_files_here]