
დღეს, 6 ოქტომბერს, 13:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32) ”ლიგამუს-თბილისის” წყალბურთელთა პრეს-კონფერენცია გაიმართება.
ევროპის საწყალოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, წყალბურთში ლენტროფის გათამაშების პირველი რაუნდის ერთ-ერთი ჯგუფური ტურნირი 7-10 ოქტომბერს თბილისში ტარდება. პაექრობებს საწყალოსნო კომპლექსი ”ოლიმპიკი” უმასპინძლებს.
წყალბურთში ლენტროფის თასის გათამაშება ფეხბურთში ევროპის ლიგას უახლოვდება. წელს საქართველოს სპორტულ ღირსებას ლენტროფზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის წყალბურთელთა კლუბების გაერთიანებული გუნდი ”ლიგამუსი-თბილისი” (მწვრთნელები: ზვიად დავითიანი, ნიკა ასათიანი და ვლადიმერ ისელიძე) დაიცავს.
[wpai_display_imported_files_here]