
10 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, პროექტის – „წიგნის საათი“ – ფარგლებში, გიწვევთ მორიგ შეხვედრაზე. ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა ურსულა კრებერ ლე გუინის შესახებ ისაუბრებს
ურსულა კრებერ ლე გუინი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ავტორია. მისი წიგნების წარმატება მრავალჯერ აღნიშნულა ჟანრის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოებით: „ჰუგო“, „ნებულა“ და „ლოკუსი“. ლე გუინის წერის სტილი გამოირჩევა არა ფანტასტიკურ ელემენტებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული თემების კვლევით. მისივე თქმით, სამეცნიერო ფანტასტიკა სტერილური ლაბორატორიაა, სადაც ახალი იდეები გამოიცდება.
დრო: 10 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]