
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართება თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“.
ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელია. იგი არის განათლების საკითხების მკვლევარი, დებატების საერთაშორისო ტრენერი, სახელმძღვანელოების თანაავტორი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 23-წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში, ლაიფციგისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში შესრულებული აქვს სადოქტორო სამუშაოები „დებატების” პროგრამების გავლენებზე ფსიქოლოგიური კუთხით.
დრო: 5 დეკემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]