
21 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ERASMUS+ პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის გაიმართება ტრენინგი.
ნაწილი I
„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“-პროფ. დავით მალაზონია, ასისტ. პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი
ტრენინგის მიზანი: მონაწილეები გაეცნონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციებს;
არსებული სასკოლო პრაქტიკა გაიაზრონ დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების ჭრილში;
დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების საფუძველზე წარმოადგინონ სასკოლო პრაქტიკის განვითარების სტრატეგიები.
ძირითადი თემები:
ნაწილი II
„დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით( VAKE) – პროფესორი ჯან-ლუკ პატრი (ზალცბურგი, ავსტრია)
დრო: 21 ივნისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]