
თუ გსურთ გაიგოთ, რა გამოარჩევს ლიდერს, იბადებიან თუ არა ლიდერებად, კომუნიკაციის რა მეთოდები ამყარებს მათ წარმატებას, მოდით ტრენინგზე „ლიდერობა და კომუნიკაცია“. ტრენინგს 13 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩაატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი ორგანიზაციულ ლიდერშიფში, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო გომართელი.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგის ორგანიზატორია ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრი.
დრო: 13 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]