
18 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის 101 აუდიტორიაში გაიმართება ტოკიოს საერთო სამაგისტრო პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს როდის (http://www.grips.ac.jp/faculty/rhodes_james.html) და პროგრამების კოორდინატორის, კერინ ჰილენის (http://www.grips.ac.jp/faculty/hillen_karin.html) შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. სტუმრები გააკეთებენ პრეზენტაციას და აუდიტორიას ინსტიტუტში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის, ახალგაზრდა ლიდერთა, ბიზნესის, მენეჯმენტის და სხვა უამრავი მიმართულებით გააცნობენ.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
[wpai_display_imported_files_here]