Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – რა შეუძლიათ რობოტებს

აპრილი 15, 2021 / 19:00

15 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს ნანა დიხამინჯიას ლაივშეხვედრას თემაზე: „რა შეუძლიათ რობოტებს“.

თემის მოკლე აღწერა

ადამიანთა უმეტესობას რობოტები ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი ჰგონია, სინამდვილეში რამდენიმე ათეული წელია რობოტები ჩვენ ირგვლივ გამოიყენება წარმოებაში, კვლევაში, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაში. Ნანა დიხამინჯია მოგიყვებათ, როგორია რობოტიქსის ისტორია და მომავალი, რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ რობოტებზე და რა უნდა ისწავლოთ, რომ ოდესმე თქვენ მიერ შექმნილი რობოტიც დაეხმაროს ადამიანებს.

მომხსენებლის შესახებ:

ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორია. ის მუშაობს სიგნალის მთლიანობის კვლევის მიმართულებით. სწავლებისა და კვლევის გარდა მონაწილეობს განათლების ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში და აქტიურად უწყობს ხელს ქალთა მონაწილეობას როგორც ტექნოლოგიების, ისე ინჟინერიის სფეროში.

დრო: 15 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების სკოლის ფეისბუქგვერდი

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 15, 2021
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: