Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ნოემბერი 29, 2010 / 16:32

2 დეკემბერს, 09:00 – 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას: როგორც ბაკალავრებს, ასევე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. საარჩევნო უბნები განლაგებულია ფაკულტეტებისა და კურსების მიხევით.

ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

ბიზნესის ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის – A 101
ბიზნესის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის – E 403
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის – C 320
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის – C 304
სამართლის ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსელთათვის – C 420
სამართლის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსელთათვის – E 303
სპორტისა და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტები ხმას მისცემენ – E 217.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებით. კომისიის თავმჯდომარე – ბიძინა ჟორდანია (არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბი”).

სტუდენტები თვითმმართველობის წევრებს ირჩევენ 2 წლის ვადით. არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება არჩევნების ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 29, 2010
Time:
16:32
Event Category:
Event Tags: