Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტური კონკურსი – ეკოსტუდენტი 2015

მაისი 15, 2015 / 17:00

15 მაისს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში WWF-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანა ცინცაძე, გაგაცნობთ სტუდენტური კონკურსის -ეკოსტუდენტი 2015 – დეტალებს. კონკურსი ”ეკოსტუდენტი 2015”, WWF-ის პროექტების ფარგლებში, ითვალისწინებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს გარემოსდაცვით თემებზე. ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან სულაც დიალოგის გარეშე; ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2015 წლის 31 მაისი.
გამარჯვებულს 2015 წლის 10 ივნისამდე გამოავლენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური.

შეხვედრის დრო: 15 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)
დასწრება თავისუფალია.

მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი 2015 წლის ეკოსტუდენტი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 15, 2015
Time:
17:00
Event Category:
Event Tags: