
ტრადიციისამებრ, ყოველი წლის ივნისის ბოლო შაბათს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი. წელს ეს ღონისძიება 26 ივნისს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის 32) გაიმართება.
ბაკალავრების წინაშე სიტყვით გამოვლენ უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო სტუმარი, სტუდენტი ბაკალავრების სახელით. გაიმართება კონცერტი.
[wpai_display_imported_files_here]