
12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენელი, ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო მობილობების შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრებენ როგორც კონკრეტულად უფსალას, ისე სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრება ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) წარმომადგენელი, რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს ლუნდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების (არ მოიცავს მობილობას Erasmus+გაცვლითი პროგრამით) შესახებ.
დრო: 12 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]