
2014 წლის 12 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება ესტონეთის დელეგაცია. 3 წამყვანი ესტონური უნივერსიტეტის _ ტარტუს უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის _ წარმომადგენლები მოაწყობენ პრეზენტაციას შესაბამისი უნივერსიტეტების შესახებ და ისაუბრებენ ესტონეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე.
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე.
მისამართი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გ. წერეთლის 2, G კორპუსი აუდიტორია G 106 (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)
[wpai_display_imported_files_here]