
19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სარეკლამო კომპანია “OUTDOOR.GE”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები სარეკლამო კომპანია “OUTDOOR.GE ”-ში სტაჟირებას გაივლიან.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და კომპანია “OUTDOOR.GE”-ს გენერალური დირექტორი დიმიტრი ჩიქოვანი. მემორანდუმი გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, “A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32.
[wpai_display_imported_files_here]