
24 აპრილს 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი ატარებს ღია კარის დღეს 2010-2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.
ფაკულტეტი 2010-2011 სასწავლო წელს მიღებას აცხადებს ორ საბაკალავრო პროგრამაზე:
• ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი (მისაღები კონტიგენტი – 50).
• გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი (მისაღები კონტიგენტი – 100).
სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე ჩასარიცხად აბიტურიენტი გადის სპორტულ ტურს, რომელიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
ღია კარის დღეზე თქვენ მიიღებთ თქვენთვის საინტრესო ინფორმაციას სპორტულ ტურთან დაკავშირებით. (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, 105-ე აუდიტორია).
[wpai_display_imported_files_here]