
12 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „უხერხემლო“, დრამა ერთ მოქმედებად.
სპექტაკლის შესახებ
როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც მშობლებს განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან, სოფლისგან, ქვეყნისგან მალულად უწევთ.
ვინ შექმნა სპექტაკლი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ბილეთის ფასი
მოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით.
როგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?
ილიაუნის თეატრის სალარო
ტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15
სამუშაო განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-20:00 სთ.
ონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3tabvZA
სპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით.
დრო: 12 ნოემბერი, 20:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]