
19 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „მაღალი ენა“ და vulgus profanum“.
მოკლე აღწერა
„მაღალი“, ანუ სალიტერატურო ენა, ნაციონალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ამასთანავე სოციალური და ძალაუფლებრივი იერარქიების განმსაზღვრელიც არის. არასალიტერატურო ენით მეტყველება (დიალექტი, სოციოლექტი) დაქვემდებარებულობის სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს. ამგვარი შიდაენობრივი იერარქიების წარმოქმნა ძალაუფლების ანალიზის თავისებურ პერსპექტივას აჩენს.
დრო: 19 დეკემბერი, 19:30 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]