
6-7 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი სხდომა გაიმართება 6 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, შემაჯამებელი სხდომა ჩატარდება ილიაუნის ყაზბეგის ბაზაზე 7 ივლისს, 15 საათზე.
კონფერენციის დღის წესრიგი:
- გიორგი მენაფირე – წმ. ნინოს და გრიგოლგანმანათლებლის შესახებ არსებული განსხვავებული ნარატივები და მათი ინტერპრეტაციები ქართულ ისტორიოგრაფიაში
- დავით ჩიქოვანი – წესი იოვანეს მცნებისა V საუკუნის ქართლის ეკლესიაში
- ნიკა ხოფერია – ლაზიკის ომი: ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები
- თინათინ ნერგაძე – ქალთა ცხოვრების რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართველოში (IV-XI სს.)
- ნიკოლოზ შონია – მიწისძვრები შუა საუკუნეებში და 1088 წლის მიწისძვრა საქართველოში
- ნინო ბლიაძე – ნაქარგობა შუა საუკუნეების საქართველოში
- ინდირა კოჩალიძე – გიორგი ბრწყინვალის პიროვნება
- ზურაბ წურწუმია – სახელმწიფოს გაგება დავითის ისტორიკოსთან
- კონსტანტინე ბარამია – ქართული სამონასტრო კვების საკითხები XI-XIII საუკუნეებში
- ნატო ნანიაშვილი – უცხოსთან შეხვედრა, ანუ მონღოლების გამოჩენა საქართველოში
- გიორგი მეჭურჭლიშვილი – ეთნონიმ „ქართველის“ მნიშვნელობა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში
დრო: 6 ივლისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]