
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს 4 უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯიპა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორები ხელს მოაწერენ ინკლუზიის დეკლარაციას, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად გზავნილს ,,შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება’’.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართება ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,საზოგადოების ღიაობა ინდივიდუალური საჭიროების მქონე პირთათვის’’ (ASPIRE) – ფარგლებში.
ამავე დღეს მოეწყობა ღია გამოფენა და ინფორმაციულ-საგანმანათლებლო აქტივობები კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბაღში (გეგეშიძის ბაღი),
ილიაუნის თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი ,,დამბო’’, ხოლო წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” – ,,ტემპელ გრანდინის’’ ჩვენება.
დეკლარაციის ხელმოწერის ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“
დეკლარაციის ხელმოწერის დრო: 17:00 საათი
მისამართი: 26 მაისის მოედანი #1, თბილისი
[wpai_display_imported_files_here]