
14 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან.
Tbilisi Open Air 2019 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, „მწვანე ოთახი“, სულ 70-მდე შემსრულებელი.
შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ფესტივალის განხორციელების პროცესში არსებულ საორგანიზაციო საკითხებსა და გამოწვევებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
მასშტაბური პროექტის მენეჯმენტი;
ფესტივალის სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე;
ფესტივალის შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები;
ფესტივალის საკომუნიკაციო სტრატეგია.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან აჩიკო გულედანი (ფესტივალის დამფუძნებელი), ვახო ბაბუნაშვილი (ფესტივალის დამფუძნებელი) და ირაკლი ნადარეიშვილი (ფესტივალის გენერალური პროდიუსერი).
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
Tbilisi Open Air 2009 წელს AltervisionGroup-ის ინიციატივით შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, სულ 1000-მდე არტისტი.
დრო: 14 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]