
29 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება SpaceFarms-ისა და Urban Greens-ის დამფუძნებელი ტუსია ღარიბაშვილი.
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
ურბანული მეურნეობის განვითარება და პერსპექტივები საქართველოში;
თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა აგროსამეურნეო სფეროში – რას ნიშნავს მდგრადი მეურნეობა;
დიდი გამოწვევა – გლობალური დათბობა და მისი ზეგავლენა მეურნეობაზე.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 28 მაისის 23:59 საათისა.
შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 29 მაისი, 15:00 საათი
[wpai_display_imported_files_here]