
27 სექტემბერს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორი, ეგვიპტის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ისმაილ სერაგელდინი.
შეხვედრის დასრულებისას დოქტორ ისმაილ სერაგელდინს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაეცემა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, გ. წერეთლის ქ. 2). საუბარი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
[wpai_display_imported_files_here]