Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შედარებითი ლიტერატურის მე-4 კონფერენცია

ივნისი 20, 2013 / 10:32

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 24-26ივნისს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის
და პროგრამა ”ტემპუსის” მიერ დაფინანსებულ პროექტის “სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში” ორგანიზებით ტარდება
შედარებითი ლიტერატურის მე-4 საერთაშორისო კონფერენციაა: „იდენტობათა ტრანსფორმირება: კულტურული იდენტობები და თანამედროვე ევროპა“.

კონფერენციის თემატურ სესიებზე განიხილება თემები: იდენტობები და მათი ტრანსფორმირება; კულტურული იდენტობა და პოლიტიკა; ლიტერატურის/კულტურის როლი იდენტობის ფორმირებაში; თანამედროვე ევროპა და ევროპული იდენტობა; თანამედროვეობა და იდენტობა აღმოსავლეთ ევროპაში.

კონფერენციის პლენარული სესია გაიმართება 24 ივნისს, 10 სთ, ჭავჭავაძის გამზ.32, 101-ე აუდიტორიაში.
მომხსნებლები:
მონიკ კასტილო (პარიზის უნივერსიტეტი XII, პარიზი, საფრანგეთი): ”რესპუბლიკა და საზოგადო სიკეთე: ფილოსოფიური მემკვიდრეობა და თანამედროვე გამოწვევები”;
დევიდ აიერსი (კენტის უნივერსიტეტი, კენტერბერი, დიდი ბრიტანეთი): ”თვითდადგინება: ევროპული სუპრა-ნაციონალური იდენტობის საკითხი”.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული  და ინგლისური.

იხილეთ პროგრამა ქართულად>>>
იხილეთ პროგრამა ინლისურად>>>

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 20, 2013
Time:
10:32
Event Category:
Event Tags: