
2014 წლის 7 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ჩატარდება სემინარი თემაზე: ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების გენეზისი – განვითარების საფეხურების ახლებურად გააზრება.
მომხსენებლები: ემერიტუს-პროფესორი ზურაბ კიკნაძე და პროფესორი ნოდარ ბახტაძე.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ყვარლის რაიონი), არქეოლოგიური კვლევის შედეგად, IV-V საუკუნეების სავსებით კანონიკური გეგმარების ბაზილიკების არსებობის დადასტურებამ, ასევე – ნეკრესის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე, აქამდე IV საუკუნის ეკლესიად მიჩნეული მცირე სამლოცველოს ხელახლა გამოკვლევა-დათარიღებამ, დამატებითი ფაქტობრივი მასალა გამოავლინა ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების გენეზისისა და განვითარების პირველი საფეხურების ახლებურად გასააზრებლად.
სემინარის მომხსენებლები, ბატონები ზურაბ კიკნაძე და ნოდარ ბახტაძე, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ იწვევენ ხელოვნების ისტორიკოსებსა და დაინტერესებულ პირებს.
[wpai_display_imported_files_here]