
30 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოლოფ პალმის საერთაშორისო ფონდთან ერთად ატარებს ქართულ-ესპანურ სემინარს „ესპანეთი – საქართველო: ცვლილებების ანარეკლი”.
სემინარზე მოხსენებით გამოვლენ ესპანელი და ქართველი ექსპერტები. შეხვედრის თემატიკა შეეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს ესპანეთსა და საქართველოს შორის.
სემინარი გაიმართება ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია. მის.: ი. ჭავჭავაძის #32) ესპანურ და ქართულ ენებზე სინქრონული თარგმანის თანხლებით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია 29 აპრილამდე.
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: seminariogeorgia@gmail.com
[wpai_display_imported_files_here]