Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საზაფხულო ვებინარების სერია

მაისი 18, 2022 / 16:00

18 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით იგეგმება საზაფხულო ვებინარების სერია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამავე პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ვებინარები ეხება თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ადიქტოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური თემების განხილვას.

 ვებინარების კალენდარი


18 მაისი, 16:00-17:00

კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები

მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი

მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე, მეცნიერებათა, ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი

მოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი

ვრცლად: https://bit.ly/38sWo79

Live – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3wzbU9f


25 მაისი, 16:00-17:00

ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია

მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი; თანამონაწილეები: დავით ოთიაშვილი, ზვიად ზალიკიანი

მოდერატორი – ირმა კირთაძე


8 ივნისი, 16:00-17:00

ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულების მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში, მოხმარება ღამის ცხოვრებაში და ნარკობაზარი კოვიდის პირობებში

მომხსენებლები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები: სათემო ალიანსის პროგრამის მენეჯერი ადა ბესელია, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი თამარ მღებრიშვილი, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები – ირაკლი ნაცვლიშვილი და ლევან სალამაძე.

მონაწილეები: ზვიად ზალიკიანი, ირმა კირთაძე, ჯანა ჯავახიშვილი

მოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი


15 ივნისი, 16:00-17:00

ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები

მომხსენებლები: იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი/ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე, სათემო ალიანსის, პროექტ „მანდალას“ ხელმძღვანელი თემურ ხატიაშვილი

მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ირმა კირთაძე, დავით ოთიაშვილი, ჯანა ჯავახიშვილი

მოდერატორი – ზვიად ზალიკიანი


2 ივლისი, 11:00-12:30

საჯარო ლექცია (და ვებინარის ლაივსთრიმი): სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება სამკურნალო მიზნით – ევროპული გამოცდილება

მომხსენებელი – ნევროლოგ-ფსიქიატრი, ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი კირსტენ მიულერ-ვალი,

მოდერატორი – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 18, 2022
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: