Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საზაფხულო სკოლა – რელიგიის ფილოსოფია და რელიგიის კრიტიკა

ივლისი 16, 2014 / 17:11

“ფოლკსვაგენის” ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებების ხელშეწყობა (2013-2015) – ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით,

ბაკურიანში, 10-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, იმართება საზაფხულო სკოლა,

რომელიც ეძღვნება თემას: რელიგიის ფილოსოფია და რელიგიის კრიტიკა

საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგების პროფესორები და დოცენტები: ლუდვიგ ზიპი, ნიკლაუს ლარგიერი, იოჰანეს ვაისი, თეო კობუში, შტეფან ციმერმანი; ასევე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მამუკა ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე, მაკა ლაშხია.

საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ესეების კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს) ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.

სტუდენტები, რომლებიც შესარჩევ კონკურსს წარმატებით გაივლიან, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 31 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@gmail.com გადმოგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესეი (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: რელიგიის კრიტიკა და რელიგიის თავისუფლება

საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კასელის (გერმანია) უნივერსიტეტი და ბონის (გერმანია) ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს:

•”ფოლკსვაგენის” ფონდი (VolkswafenStiftung)

• სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოხარული ვიქნებით თქვენი აქტიურობით საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში. გისურვებთ წარმატებას!

კეთილი სურვილებით,
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 16, 2014
Time:
17:11
Event Category:
Event Tags: