Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საშუამავლო ღონისძიება „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“

ივნისი 12, 2019 / 11:55

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“.

საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ვებგვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საშუამავლო ღონისძიების ვებგვერდს: http://horizon2020.iliauni.edu.ge/

ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზN 3/5, ოთახი E207

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროებს რეგისტრაციას. ადგილები შეზღუდულია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივნისი, 18:00 საათი.

საშუამავლო ღონისძიება (პროექტის ნომერი NH2020-II-18-093) გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 12, 2019
Time:
11:55
Event Category:
Event Tags: