Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან

მარტი 23, 2023 / 11:30

23 მარტს, 11:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

შეხვედრის თემა: 30-წლიანი დიპლომატიური და ბილატერალური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის

ელჩი ისაუბრებს ქვეყნების მეგობრობის ისტორიაზე, თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ინოვაციები; მიმოიხილავს ისრაელში არსებულ ვითარებას და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს.

ელჩის ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3JP3tyC

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 მარტი, 11:30

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დასწრების მსურველებმა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაიარონ შემოწმება.

2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 23, 2023
Time:
11:30
Event Category:
Event Tags: