
14 ნოემბერს იწყება საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი 2016-2017, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის საკალათბურთო ნაკრები, მათ შორის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელმაც გასულ წელს მე-3 ადგილი დაიკავა.
ილიაუნის საკალათბურთო გუნდი პირველ შეხვედრას საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
დრო: 14 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ვერის ბაღში არსებული საკალათბურთო კომპლექსი
[wpai_display_imported_files_here]