
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები.
პროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“.
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ.
შესრულებული კვლევების საფუძველზე მიმდინარე წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული.
სპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა.
კონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wtc7e1
შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის მეშვეობით და მასზე დასწრებას შეძლებთ მისამართზე: https://bit.ly/3BA4Tp8
ასევე უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, მისამართზე: https://www.facebook.com/Iliauni
კვლევების შესახებ
კვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში:
კონკრეტულად, ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები, რომლებიც განაპირობებენ ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებას და კოლექტიურ მეხსიერებას, მათ შორის:
დრო: 5 ნოემბერი, 18:00-20:30 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის საშუალებით მისამართზე https://bit.ly/3BA4Tp8
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]