
16-18 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი“. კონგრესი, რომელიც ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MG-ISE-22-125]. ასევე მინიჭებული აქვს დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების გრანტი.
კონგრესში მონაწილეობას მიღებენ დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ა.შ.
ახალგაზრდებისთვის დაწესებულია გრანტები.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება დერმატოქირურგიის, დერმატოსკოპიის პრაქტიკული ტრენინგები, პლენარული სხდომები.
კონფერენციაზე მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://itc2022.photoderm.org/
უკრაინელი კოლეგების რეგისტრაცია უფასოა!
ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ვირტუალური მონაწილეობაც. მნიშვნელოვანი ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება კონგრესის დასრულებიდან 6 თვის მანძილზე.
დრო: 16-18 ივნისი
სამუშაო ენა: ინგლისური
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]