
16 ივლისს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვის პლენარული სესია. შემდეგ დაცვა გაგრძელდება სექციებში.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დრო: 16 ივლისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
[wpai_display_imported_files_here]