Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია „ვირჩევთ თუ არა პროფესიას, თუ ის გვირჩევს ჩვენ?”

ნოემბერი 22, 2018 / 20:00

22 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტებისთვის, რომლებსაც 126-ზე მეტი კრედიტი აქვთ, ჩატარდება „ვიონი საქართველოს“ – VEON Georgia-ს (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრის, სოფიო ბალავაძის საჯარო ლექცია.

თემა: ვირჩევთ თუ არა პროფესიას, თუ ის გვირჩევს ჩვენ?

შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა 22 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში, ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც აუცილებელია თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 19:45 საათი

დრო: 22 ნოემბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 22, 2018
Time:
20:00
Event Category:
Event Tags: