Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო ლექცია: მეწარმეობა, როგორც შემოქმედებითობა, რწმენა და მიზანსწრაფულობა

ნოემბერი 20, 2016 / 16:00

20 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაცია „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ყაჭაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: მეწარმეობა როგორც შემოქმედებითობა, რწმენა და მიზანსწრაფულობა.

ლექციის თემატიკა:

  • რა არის ის ძირითადი უნარჩვევები, რაც საფუძველია მეწარმეული სულისკვეთების წარმატებული რეალიზებისთვის;
  • რამდენად მნიშვნელოვანია და რა როლი აქვს მეწარმეობაში შემოქმედებითობას, როგორც ადამიანის პოტენციალს, და რწმენასა და მიზანსწრაფულობას, როგორც ხვალინდელი დღის შექმნის უპირობო განმსაზღვლელს.

მომხსენებელი აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და იმ ძირითად „საკვანძო კომპეტენციალს“, რაც პირადად მისთვის „წარმატების გასაღებია“.

მომხსენებლის შესახებ:

თამარ ყაჭაშვილი ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრი, აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ტრენერია აგრარულ სფეროში მუშაობის თხუთმეტწლიანი, ხოლო ბიზნესის მართვის სფეროში ათწლიანი გამოცდილებით; ასევე, კარიერული, პერსონალური და ბიზნესგანვითარების კონსულტანტი და ტრენერია პედაგოგიური მუშაობის რვაწლიანი გამოცდილებით. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში „კავკასიის გენეტიკა“ (ფუნქციონირებს 2006 წლიდან) გაერთიანებული არიან მეცხოველეობისა და რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. ამ კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა.
2014 წელს თამარ ყაჭაშვილმა დააარსა აგროტურისტული კომპანია „FIDA Georgia“, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აგროტურები, ასევე, ყველის და ღვინის ტურები ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის, შემეცნებითი ტურები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მეცხოველეობასა და რძის წარმოებაში.
თამარ ყაჭაშვილი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან 2014 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა ქალთა ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ (Woman for Tomorrow), რომლის მიზანია ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში.

დრო: 20 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

http://gew.iliauni.edu.ge/

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 20, 2016
Time:
16:00
Event Category:
Event Tags: