
8 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის მკვლევარი, მაგისტრანტი ნიკოლოზ პაპოშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გარიელის (Melanitta fusca) კონსერვაცია საქართველოში“.
ნიკოლოზ პაპოშვილი ახორციელებს კვლევით-გარემოსდაცვით პროექტს, რომელიც ეხება იშვიათი ფრინველის, გარიელის (Melanitta fusca), კონსერვაციას საქართველოს ფარგლებში.
გარიელი კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა IUCN- ის მიერ, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – როგორც გადაშენების პირას (EN) მყოფი სახეობა. დღესდღეობით საქართველოში გარიელის მობუდარი პოპულაცია მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე შემორჩა, თუმცა პოპულაციის რიცხოვნობა ყოველწლიურად კლებულობს.
პროექტის მიზანია გარიელის შენარჩუნება და მათი რიცხოვნობის გაზრდა. გასული ოთხი თვის განმავლობაში ჯგუფი მუშაობდა ტაბაწყურზე პოპულაციის რიცხოვნობისა და მათზე მოქმედი ძირითადი საფრთხეების დასადგენად და ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად.
კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტზე მომუშავე ჯგუფმა სამომავლო კონსერვაციული გეგმა შეიმუშავა, რაც თავიდან აგვაცილებს საქართველოდან გარიელის გადაშენებას.
დრო: 8 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]