
25 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, მართავენ საჯარო ლექცია/დისკუსიას თემაზე: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ.
ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი ლევან ბერძენიშვილი.
მომხსენებელი ისაუბრებს გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური მორალის დაპირისპირებაზე. მსოფლიო ლიტერატურის პირველი დიდი შედევრების – „გილგამეშის“ „ილიადის“, „ოდისეის“, ესქილესეული „მიჯაჭვული პრომეთევსის“ მაგალითებზე.
ამ დაპირისპირების შუქზე განხილული იქნებიან პერსონაჟები: გილგამეში და ენქიდუ, ღმერთების დაჭრა „ილიადაში“ დიომედესის მიერ. აგრეთვე პრომეთევსის და ზევსის კამათი ღმერთებისა და ადამიანების დანიშნულებაზე, პრომეთევსი როგორც რელიგიური დისიდენტი, რომელიც გამოხატვისათვის ისჯება.
დისკუსიის მოდერატორი:
თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
დრო: 25 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]