
ილიაუნის საინჟინრო ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი –“სამყაროს ინჟინერია“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი იწყებს პროექტს სახელწოდებით – “სამყაროს ინჟინერია“. პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის 10 საჯარო ლექციას.
ვისთვის არის განკუთვნილი პროექტი?
ლექციებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები. ლექციების ენა იქნება სამეცნიერო, მაგრამ პოპულარული – გათვლილი მრავალფეროვან აუდიტორიაზე.
| სალექციო კურსის განრიგი | ||
| თარიღი | თემა | მომხსენებელი |
| 17/05/2014 | ასტრონომია – დედამიწის მსგავსი პლანეტები | გიორგი ჯავახიშვილი |
| 20/05/2014 | ”ეფლის” ისტორია | დიმიტრი გოგელია |
| 24/05/2014 | რა არის მიწისძვრა | თეა გოდოლაძე |
| 27/05/2014 | ეკო-არქიტექტურა (ისტორიული ნაწილი; თანამედროვე შენობების გარჩევა) | ია კუპატაძე |
| 31/05/2014 | კომპიუტერული უსაფრთხოება | დავით მაჭახელიძე |
| 03/06/2014 | ადამიანის ადაპტაცია გარემოსთან (არქეოლოგიური კვლევები საქართველოს მღვიმეებსა და გამოქვაბულებში) | ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი |
| 07/06/2014 | უცნობი ლაზერი | გოგა ვეშაპიძე |
| 10/06/2014 | ქართული სახლი | ნანა მეფარიშვილი |
| 14/06/2014 | თანამედროვე ფიზიკა თანამედროვე ტექნოლოგიებში | ივანე მურუსიძე |
| 17/06/2014 | დედამიწის წარმოშობა და ევოლუცია | ზურაბ ჯავახიშვილი |
ლექციების ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
დრო: 17 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 16:00 საათზე
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის #32
დასწრება თავისუფალია.
გელოდებით!
[wpai_display_imported_files_here]