
19 მარტს, 17:00-დან 00:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო კაფე , ღონისძიების – „გვიანი ღამე ილიაუნიში“ – ფარგლებში, რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გამართავს.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ყავისა და ჩაის თანხლებით მოუსმინოთ ილიაუნის მკვლევრების პოპულარულ-სამეცნიერო მოხსენებებს.
სამეცნიერო კაფეს შეხვედრების განრიგი
17:00–19:00
ილიაუნის სრული პროფესორი მერაბ სვანაძე
თემა: დრეკადობის მათემატიკური თეორიის განვითარების ეტაპები და პერსპექტივები
19:00-21:00
ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ემერიტუსი გია მაჩაბელი
თემა: „გალაქტიკის შუქურა – პულსარი და კიბორჩხალას ნისლეული“
21:00-22:00
მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებულ პროფესორი ივანე აბიათარი
თემა: „ნერვებით კიბოს გავრცელება“
22:00-00:00
ილიაუნის სრული პროფესორი დავით თარხნიშვილი
თემა: „ადამიანის გენები, ენები და კავკასიის მთები“
დრო: 19 მარტი, 17:00- 00:00 საათი
ადგილმდებარეობა : ილიაუნის A კორპუსი, 404-ე აუდიტორია
დასწრება თავისუფალია.
„გვიანი ღამე ილიაუნიში“ ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს – ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.
[wpai_display_imported_files_here]