
15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან CRDF და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პათოგენების კვლევისა და განათლების ცენტრის ჩამოყალიბება“ – ფარგლებში გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
სასტიპენდიო კონკურსზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
დრო: 15 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეგახსენებთ, რომ სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია – გაიცემა სულ სამი სტიპენდია. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება მოგცემთ შესაძლებლობას, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც პროექტზე, ასევე კონკურსის პირობებზე.
[wpai_display_imported_files_here]