Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ

დეკემბერი 23, 2021 / 16:00 - 17:00

ტურისტულ კომპანიას „მიმინო კავკასიაში“ საქართველოში ტურისტები შემოჰყავს შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია, UAE, ჩინეთი.

კომპანია აცხადებს მესამე სეზონის მიღებას პროექტში „გიდების სკოლა“, რაც გულისხმობს ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის გიდის პროფესიის უფასოდ დაუფლებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად, მოქნილი გრაფიკის მქონე პოზიციაზე.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელმაც რომელიმე უცხო ენა სრულყოფილად იცის. სამიზნე ბაზრების შესაბამისად პრიორიტეტულია ერთ-ერთის ცოდნა შემდეგი ენებიდან: ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, პოლონური.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;

კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საინფორმაციო შეხვედრა

23 დეკემბერს, 16:00 საათზე, კომპანიის „მიმინო კავკასიაში“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ანა ჩაჩიბაია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ.

შეხვედრა დააინტერესებთ უცხო ენების მცოდნე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ ტურიზმის სფეროში დასაქმება.

შეხვედრა გაიმართება დისტანციურად Zoom-ის ბმულს მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები. საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია.

დრო: 23 დეკემბერი, 16:00 სთ.

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 23, 2021
Time:
16:00 - 17:00
Event Category:
Event Tags: