
13 მაისს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის N1) პროგრამის – ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” – წარმომადგენლები, არჩილ აბაშიძე და თიკო ქადაგიშვილი, გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ კონკურსის პირობებზე.
”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის სამეცნიერო პროექტები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ თემებს:
1.სამხრეთ კავკასია და ევროპეიზაცია-ინსტიტუტები და აქტორები;
2.რა აერთიანებს საზოგადოებებს – კონსენსუსი, კონფლიქტები, ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასთან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კვლევით ორგანიზაციებს, მათთან აფილირებულ მკვლევრებს. აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 1-ლი ივნისი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი:
[wpai_display_imported_files_here]