Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა – ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა

ნოემბერი 3, 2014 / 07:59

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 2014 წლის 6 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის MID, EUROEAST, HUMERIA საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებoს, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
MID  2014 წლის 2 დეკემბერი
EUROEAST 2015 წლის 12 იანვარი
HUMERIA 2014 წლის 23 დეკემბერი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო  ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა:
mid@iliauni.edu.ge
euroeast@iliauni.edu.ge
humeria@iliauni.edu.ge

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 3, 2014
Time:
07:59
Event Category:
Event Tags: