
3 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,როგორ ვისაუბროთ ორიენტალიზმზე – ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის რამდენიმე საკითხი ქართულ კონტექსტში“.
საჯარო ლექციის მიზანია ედვარდ საიდის ორიენტალიზმის თეორიის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზება. რამდენად გვეხმარება საიდის თეორია თანამედროვე მოვლენების ახსნაში, აქვს თუ არა თეორიას ლიმიტი და როგორ ვიმსჯელოთ ორიენტალიზმზე საქართველოში.
ლექციაზე ასევე განხილული იქნება, რამდენად იმეორებს ქართული დისკურსი დასავლეთის ხედვას ისლამის მიმართ; რა ნიშნავს ორიენტალიზმის ფემინიზაცია; რამდენად არის საქართველო აღქმული როგორც „აღმოსავლეთი“ და ქმნის თუ არა საქართველო თავად საკუთარ „აღმოსავლეთს“.
მომხსენებლები:
მოდერატორი: სოფო ზვიადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დრო: 3 ივნისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]