
21 თებერვალს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში, რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ გოჩა სხილაძეს. შეხვედრის ფარგლებში, პოეტი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და წაიკითხავს საკუთარ ლექსებს.
დრო: 21 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]